|
2018-07-02 18:09:37, 567 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაციას ლევან დავითაშვილი დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) ახორციელებს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში აგროსასურსათო სექტორის გასაძლიერებლად. „საქართველო ევროკავშირისგან, „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას იღებს. ასევე წარმატებით ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD). დარგის განვითარების მიმართულებით, ქვეყნის პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება ცოდნის გაზიარებისა და საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა. პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ მიზნად ისახავს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და საერთაშორისო ბაზრებზე, უპირატესად ევროკავშირის ბაზარზე, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროექტის განხორციელება აგროგადამმუშავებელი სექტორის მცირე და საშუალო საწარმოების მოკვლევით დაიწყო. კვლევის აღნიშნული ეტაპი ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან (EDA) თანამშრომლობით ჩატარდა. გამოიკვეთა ევროკავშირის მიმართულებით სამი ყველაზე მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ჯგუფი: თხილი, ხილის წვენი და ჩაი. მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხული კომპანიების 49% უკვე ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე, ხოლო კომპანიების 37%-მა ამ მიმართულებით მზაობა დააფიქსირა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პროექტის ბენეფიციარები.
(NS)
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)