03:44 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 14:35:56, 532 ნახვა

საზოგადოება
თელავში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საკითხზე მედიატური გაიმართა

1-ელ ივლისს თელავში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის მედიატური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები თელავში მოქმედი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ცენტრი ემსახურება არა მხოლოდ თელავის, არამედ მიმდინარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გაიმართა ავტომობილების სატესტო შემოწმება, რომლის დროსაც ჟურნალისტებმა მიიღეს სრული ინფორმაცია შემოწმების პროცედურის შესახებ.

მედია ტურს ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის მთავარი სპეციალისტი გიორგი შიოლაშვილი. მისი განცხადებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის გასატარებლად უმნიშვნელოვანესია როგორც გამართული ინფრასტრუქტურა, ასევე საზოგადოების მხარდაჭერა.

„დღევანდელმა მედიატურმაც აჩვენა, რომ ჟურნალისტებს არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ აღნიშნული რეფორმის, მისი მიზნებისა და სამომავლო შედეგების შესახებ. ჩვენ. სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, გავაგრძელებთ მედიისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის მსგავსი აქციების ჩატარებას, რადგან მიგვაჩნია, რომ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია რეფორმის წარმატებისთვის. არანაკლებ საყურადღებოა ის გარემოება, რომ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ტესტირების ცენტრები იხსნება არა მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებშიც, სადაც ავტომობილების შედარებით მცირე რაოდენობაა რეგისტრირებული. რეფორმა ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ეკუთვნის, ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების პროცესის გავლა  მეტი კომფორტით მოხდეს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი შიოლაშვილმა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics