|
2018-07-02 09:31:36, 778 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აპლიკანტები ქართულ-ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი, 09:00 საათზე დაიწყო. გამოცდები ერთდროულად 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 39 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცნობისთვის, მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი შეიცვალა. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე). ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე). 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე). რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, განრიგი ასეთია: 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა; 16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია; 17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა; 20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია; 24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება; 25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია; 26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)