03:43 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-01 12:25:01, 649 ნახვა

საზოგადოება
რა დოკუმენტებია საჭირო და რა მოწმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების დროს

საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ეტაპობრივად, 2019 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია წარადგინოს:

ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;

ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დამოუკიდებლად ირჩევს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მას ასევე შესაძლებლობა ექნება ვებ-გვერდის (www.pti.ge) საშუალებით მისთვის ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ან მსგავსი მომსახურება მიიღოს ცხელი ხაზის (1484) საშუალებით, ასევე მიიღოს დეტალური ინფორმაცია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ.

ინსპექტირების დროს  ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოწმდება: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

  საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედაა. პირველი ივლისიდან დაიწყო რეფორმის მეორე ეტაპი,  სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტექნიკური ინსპექტირებას ითვალისწინებს.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics