03:43 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 17:20:51, 783 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ევრაზიის უროონკოლოგიური კონგრესი გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორ“-ში ევრაზიის უროონკოლოგიური კონგრესი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა  და ევრაზიის უროონკოლოგიური ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო.

ევრაზიის რიგით მერვე უროონკოლოგიური კონგრესი წელს საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში 15-ზე მეტი ქვეყნის  წარმომადგენლებმა  მიიღეს მონაწილეობა (თურქეთი, ისრაეილი, საბერძნეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, გერმანია, მოლდავეთი, აშშ, ალჟირი, იორდანია, ყაზახეთი, სასომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და სხვა)

კონფერენციის მიზანი უროონკოლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლებაა. ღონისძიება  უპრეცენდენტო მულტიდისციპლინარული მიდგომითაც  გამოირჩევა  და მასში მონაწილეობა  საქართველოს 19 დიდი სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა მიიღეს.

 სამეცნიერო ღონისძიების ფარგლებში განხილული და გაანალიზირებული იქნა თანამედროვე უროლოგიის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, როგორიცაა: პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბო, სათესლე ჯირკვლის კიბო და სხვა. ღონისძიებას   უროლოგიისა და ონკოუროლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გარდა იმისა, რომ ქართველი ექიმების ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურება, ასევე  ასაბუთებს და ხაზს უსვავს საქართველოს, როგორც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერს უროლოგიასა და მის მომიჯნავე სპეციალობებში.

                       

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics