23:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 14:52:02, 866 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენის მოადგილე - საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია.

როგორც მან კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამ კონკრეტულ რეკომენდაციებშია საუბარი, ომბუდსმენის აპარატსაც ანალოგიური მიგნებები ჰქონდა.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ არის ის, თუ რა რეაგირების ფორმები უნდა ჰქონდეს კომისიას. მოგეხსენებათ, ეს არის პირველი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეეხება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ბუნებრივად ახლავს გარკვეული დელიკატურობა და გარკვეული ფრთხილი მიდგომები საჭიროა. ჩვენ განვიხილეთ ის სამართლებრივი საკითხები, რომელიც ამ კუთხით არსებობს და შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტები. ბუნებრივია, ვიმსჯელეთ კონკრეტულ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც შემუშავებულია. შინაარსობრივი და ასევე პროცედურული თვალსაზრისით ამ ეტაპზე კონკრეტული შენიშვნის გაკეთება ძალიან გვიჭირს. მე მგონი ეს რეკომენდაციები ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია. ვნახოთ რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამ კონკრეტულ რეკომენდაციებშია საუბარი, ბუნებრივია, ჩვენც ანალოგიური მიგნებები გვქონდა და ფაქტობრივი თვალსაზრისით ამ გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ჩვენც ვეთანხმებით“, - განაცხადა ბურჯანაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics