11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 18:21:30, 587 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქალაქის გამწვანების სამუშაოებში ჩაერთო

ბათუმში გამწვანების სამუშაოები გრძელდება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 80 ძირი ხე  ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაირგო. გამწვანების სამუშაოებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ჩაერთო.

ქალაქის ქუჩების გამწვანების ღონისძიებები რეგულარულად ხორციელდება. წლის ბოლომდე, ქალაქში, 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი ჩოლოყაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ, სადაც ამ ეტაპზე გრუნტის შეცვლის სამუშაოები ტარდება.

ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება,  ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი.

სამუშაოები 2018 წლის მარტში დაიწყო და 2019 წლის ივნისში დასრულდება.

ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics