22:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 16:33:18, 1151 ნახვა

სამართალი
პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე გუშინ ტელეფონით ემუქრებოდა

ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ გუშინ, როდესაც საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებებს აძლევდა, მობილურ ტელეფონზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

ამის შესახებ ფხაკაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მისი და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა გრძელდება.

„გუშინ, როდესაც მე კომისიას ვაძლევდი ახსნა-განმარტებას, ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტებების შინაარსთან დაკავშირებით, რასაც მე კომისიას ვაძლევდი. აღნიშნულთან დაკავშირებით მე მივმართე შესაბამისი მოხსენებით კომპეტენტურ პირს და მოხდება შესაბამისი რეაგირება. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ჩემს მიერ ახსნა-განმარტების მიცემის პროცესი ხორციელდება გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ“, - განაცხადა ფხაკაძემ.

რაც შეეხება შეტყობინებების შინაარს, პროკურორმა აღნიშნა, რომ თუ კომისიის რომელიმე წევრი დაინტერესდება, შეტყობინებებს დახურულ სხდომაზე აჩვენებს.

„რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ კომისიის რომელიმე წევრი დაინტერესდება, მე შემიძლია ვაჩვენო ჩემს მობილურ ტელეფონში არსებული მუქარის შემცველი ტექსტები, თუმცა რადგან ეს არის პირადი შეურაცხყოფის შინაარსის, შემიძლია დახურულ სხდომაზე წარმოგიდგინოთ“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ამ განცხადების შემდეგ, კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ პროკურორის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესწავლა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საკითხს შესვებამდე, დახურულ ფორმატში განიხილავენ.

ამის შემდეგ პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა:

„რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მნიშვნელოვნად არ იქნა აღქმული, ეს ჩემი შეფასებაა. ეს მუქარა ხდებოდა აშკარად ბატონი ზაზა სარალიძის მიერ“, - აღნიშნა ფხაკაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics