22:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 11:43:10, 805 ნახვა

სამართალი
თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, მათ 7-მდე ადამიანი დაესხა თავს. დაზარალებულებისთვის თავდასხმის მოტივი გაუგებარია.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ინციდენტის თვითმხილველები სამგორის რაიონის პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით  ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  მათივე ცნობით, მომხდარზე  გამოძიება სსკ-ს 126-ე  მუხლით დაიწყო,  რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics