12:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 12:49:13, 1094 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი,  შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც საქართველოს რკინიგზამ, თბილისის მერიამ და შვეიცარულმა ,,შტადლერმა’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

კომპანია ,,შტადლერს’’ უკვე აქვს საქართველოში რეალიზებული პროექტი  - Stadler KISS-ის ტიპის ორსართულიანი ოთხი ერთეული მატარებლის სახით, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობენ, ისინი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და სრულად პასუხობენ უსაფრთხოებისა და კომფორტის  თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.     

შვეიცარული კომპანიისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო  და საქართველოს მთავრობის, საქართველოს რკინიგზისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გეგმავს რეგიონული საწარმოს პროექტის რეალიზებას.  

ამგვარი მაღალტექნოლოგიური  საწარმოს აშენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. კომპანია ,,შტადლერი” აწარმოებს როგორც რკინიგზის  სამგზავრო მატარებლებს, ასევე მეტროსა და ტრამვაის  შემადგენლობებს და მას მსოფლიო მასშტაბით   გააჩნია სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები. 

საქართველოში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ბაზრისათვის.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics