22:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 21:25:40, 852 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: არ ვიცი, რა შემადგენლობით წარსდგება პრემიერ-მინისტრი 2-3 კვირაში

მე არ ვიცი, რა შემადგენლობით წარდგება პრემიერ-მინისტრი 2-3 კვირაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ის ახალი მთავრობის შემადგენლობაში, წულუკიანმა განმარტა, რომ გარკვეული ინფორმაცია აქვს, თუმცა ბახტაძის, როგორც პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, თუ როგორ დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს.

„სამი კვირის შემდეგ ვინ იქნება ბახტაძის კაბინეტში ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. რაც შეეხებ ჩემს კანდიდატურას, მე ამის შესახებ რა თქმა უნდა გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ პრემიერის პრეროგატივაა, შეადგინოს თავისი კაბინეტი და ეს პროცესი გაგრძელდება 2-3 კვირას, შეძილება ნაკლებსაც მოიცავდეს. საკანონმდებლო ცვლილებებიც არის განსახორციელებელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, რომ მომდევნო დღეებში, სრულფასოვანი კონსულტაციების გზით, ამჟამინდელ კაბინეტთან, უმრავლესობასთან, შეადგინოს როგორც მან თქვა 11-წევრიანი კაბინეტი.  მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე. ეს მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ მაქვს პატივი ეს გავიმეორო“,- განაცხადა მან.

 თეა წულუკიანმა მამუკა ბახტაძეს წარმატებები უსურვა.

„მე მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მის მთავრობას, ჩვენს მთავრობას, „ქართულ ოცნებას“ . განსაკუთრებით გეგმების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, რადგან მართლაც განსაკუთრებით  ისეთ მოწყვლად ჯგუფებში, როგორიც არიან ბავშვები, ხანდაზმულები და შშმ პირები პრაქტიკულად ყველა, რომ გამოვიდეს იმ დგომარეობიდან, რასაც ჰქვია მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და პირადად მე მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობის ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ჩემ სფეროს არ განეკუთვნება, მაგრამ ახლოს არის ძალიან იმ პრობლემებთან, რომლებიც ჩემ გარშემო ადამიანებსაც და საზოგადოებასაც აწუხებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics