22:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 16:39:03, 679 ნახვა

კომენტარი
ნათელაშვილი დროებით მთავრობაზე: როგორც გველს უთქვამს, ტყავი გამოვიცვალე, მაგრამ ისევ ის გველი ვარო

„სამი კვირის შემდეგაც იგივე წარმოსდგინდებიან, რაც დღეს არიან. როგორც გველს უთქვამს, ტყავი გამოვიცვალე, მაგრამ ისევ ის გველი ვარო“, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დროებითი მთავრობის დამტკიცების პროცესს.

როგორც მან „რუსთავი 2“-ს განუცხადა, სამთავრობო გადაწყვეტილებებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იღებს და არა მინისტრები.

„ივანიშვილის ყველაზე დიდი დანაშაული არის ქართული სახელმწიფოს მკვლელობა. ესენი ისე არიან მინისტრები, პრემიერები, პრეზიდენტები და დეპუტატები, როგორც მე ვარ კამბოჯის პრინცი. კაცმა ადამიანები იყიდა რაოდენობრივად და კილოგრამობით, გადაუხადა და დღეს ისინი ასრულებენ მიცემულ პირობას უსიტყვო მორჩილების, ტაშის კვრის და მასთან ერთად თუნდაც, პოლიტიკურ სამარეში წასვლის“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დამკტიცების შემდეგ, მამუკა ბახტაძე 2-3 კვირაში პარლამენტს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვითაც სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირება იგეგმება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობით მივა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics