21:53 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 13:32:45, 739 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - გზაზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, „კუკუშკამ“ ბორჯომიდან მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული, მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა.

„შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა ,,კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის წყლის მილის გაუმართაობა გახდა, რის გამოც ნიადაგი ლიანდაგის მიწის ვაკისზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება. საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics