21:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 17:30:43, 761 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: კომერციული პალატების შესახებ კანონი მზადაა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომერციული პალატების შესახებ კანონი მზადაა.

ამის შესახებ მან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა

„მომავალში ჩვენ ვგეგმავთ მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის გაგრძელებას. როგორც იცით, ე.წ. მე-4 ტალღა მიჰყავს პარლამენტს, მაგრამ ჩვენი, იუსტიციის სამინისტროს, კომპონენტი ამ მეოთხე ტალღაში, ასევე, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი. ეს ეხება კომერციული პალატების საერთო სასამართლოების სისტემაში შემოღებას; ეს არის მთავრობის ამ შემადგენლობის პროგრამაშიც, კანონპროექტი მზადაა და როგორც კი დაინტერესებულ მხარეებთან გაიხსნება კონსულტაციები და შევჯერდებით საბოლოო რედაქციაზე, ის წარმოდგენილი იქნება თქვენ წინაშეც. ეს გაამარტივებს ბიზნესდავების განხილვას უფრო სწრაფად, უფრო სამართლიანად და უფრო კომპეტენტურად ჩვენივე საერთო სასამართლოების სისტემაში.  რაც შეეხება დანარჩენ კომპონენტებს მეოთხე ტალღისა, რა თქმა უნდა, პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებულ ფორმატში  ჩვენ  ვთანამშრომლობთ და კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ, რათა ის დარჩენილი ხარვეზები ამ სისტემაში რაც შეიძლება მალე იქნეს აღმოფხვრილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics