|
2018-06-18 19:18:21, 659 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში შიდა ეზოების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. იოსებიძის ქუჩის N59, N61, N61ა, N61ბ, N63 და N65 კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ასფალტის საფარი იგება. ეზოებში უკვე მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე, ბახტრიონის ქ. N30-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა. ვაშლიჯვარში, N6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, ეზოს კეთილმოწყობა უკვე დასრულებულია. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „საბურთალოს რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 33 ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდა, რომლის შედეგადაც, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს”, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. საგზაო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სამივე პროექტისთვის ბიუჯეტიდან 346 628 ლარია გამოყოფილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)