19:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 11:39:24, 938 ნახვა

სამართალი
საფრანგეთში დაკავებულ „კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

საფრანგეთში დაკავებულ „კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო ბიძინა ბაკურიძეს 7 წლით, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა მათგანს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალა.

„მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - „Caucase Normandie“, რომლის დროსაც 4 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს. მიმდინარე წლის 15 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ნანსში მათი სასამართლო პროცესი დასრულდა. „კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ და სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულ ბიძინა ბაკურიძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და მასაც სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულები რჩებიან პატიმრობაში“, - განაცხადა ჭელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics