19:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 10:51:58, 738 ნახვა

სამართალი
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ენუქიძე საქართველოში საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს, კონტანტინოს ლენოსს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საბერძნეთსა და საქართველოში უკანონო მიგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურას, მის ძირითად ფუნქციებს, ასევე, ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გაძევებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს გაეცნო.

კონტანტინოს ლენოსმა დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი დაათვალიერა და იქ არსებული უსაფრთხოების პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics