19:58 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 09:31:56, 648 ნახვა

საზოგადოება
„მზიურში“ ფერების ფესტივალი გაიმართა

ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, „მზიურის“ პარკში ფერების ფესტივალი გაიმართა.

ფერების ფესტივალს ახალგაზრდებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო, რომელმაც მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე  ისაუბრა.

„დღევანდელ ფესტივალზე საოცრად კარგი განწყობაა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მოსული. ვაკის რაიონის გამგეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც ჩაატარებს და იზრუნებს, რომ ახალგაზრდებისთვის მეტი დასასვენებელი და გასართობი სივრცე იყოს  ქალაქში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ფერების ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებისთვის უჩვეულო სანახაობა მოეწყო და ფესტივალის სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით „გაფერადდა“.

ღონისძიების განმავლობაში, რომელიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები და DJ-ები: ჯგუფი „არა“, PERCDUO, DJ Yurin, DJ Noxiron, YST წარსდგნენ.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics