|
2018-06-15 18:10:33, 991 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე აღიარება მოიპოვა
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ თბილისში, ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსში “International Wine Competition 2018” მიიღო მონაწილება. კონკურსზე წარდგენილი იყო კოოპერატივის პირველი მოსავლიდან დამზადებული ღვინის 3 ნიმუში. ღვინო - საფერავი და კახური, ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო რქაწითელი - ბრინჯაოს. კონკურსის ჟიურიში ქართველ ენოლოგებთან - გიორგი დაქიშვილი, მიშა მესხი და ლევან მეხუზლასთან ერთად მოწვეული იყვნენ ღვინის მაგისტრები: ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), იზა ბაალი (თურქეთი), სარა ებოტი ( დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ფუნიე ვოლკერი (ჩინეთი). აღნიშნული კონკურსი „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის - WinExpo Georgia 2018“-ის ფარგლებში გაიმართა. „WinExpo Georgia“-კომპანია „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტო. „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა 2017 წელს პირველად განხორცილდა და მის ფარგლებში კახეთის რეგიონში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)