|
2018-06-14 16:17:01, 532 ნახვა
საზოგადოება
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. კანონპროექტის საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება, ერთი მხრივ, განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებით, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიდგომით ქვეყანაში დაინერგოს მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის ეფექტიანი სისტემა. ახალმა კანონმა გარემოზე ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების/აღმოფხვრის სამართლებრივი რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად უნდა მოახდინოს, რაც გულისხმობს გარემოს დაზიანების შემთხვევაში, მის აღსადგენად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის სახსრებით. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოებაში მკაცრი გარემოსდაცვითი პრინციპის დანერგვა, შემაკავებელი ეფექტის მქონე ფინანსური სანქციების დაწესება და ზიანის პრევენციის მექანიზმების ამოქმედება. კანონპროექტის საჯარო განხილვას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებების, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)