18:13 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 11:20:59, 729 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა ელჭექით, ზოგან კი, სეტყვაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (ძირითადად მთიან რეგიონებში) 14 ივნისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

შავი ზღვის კურორტებზე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.

12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 13 ივნისიდან კი ისევ დაცხება.

თბილისში 12 ივნისს ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერეატურა +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13-14 ივნისს +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

13-14 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics