17:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 13:31:20, 1161 ნახვა

კომენტარი
კახიძე ხელისუფლებას: იმოქმედეთ, რათა მირზა სუბელიანი არ მიიმალოს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას მიმართავს, ყველა ზომა მიიღოს, რათა მირზა სუბელიანი არ მიიმალოს.

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგეს.

"წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საგამოძიებო საქმეში გახლავთ მირზა სუბელიანი. სანამ დავიწყებთ საქმის მასალების შესწავლას და სანამ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად. ამიტომ მინდა მოვუწოდო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბატონი სუბელიანის მიმალვის საფრთხის თაობაზე, აგრეთვე მტკიცებულებები მოწმეებზე ზემოქმედების თაობაზე, გაატარეთ შესაბამისი ზომები, ვინაიდან კომისიისთვის მისი ახსნა-განმარტება მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ოთარ კახიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics