15:44 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 12:51:42, 934 ნახვა

საზოგადოება
9 ივნისს თამარ მეფის ხიდის პანდუსი გადაიკეტება

9 ივნისს, დილის 10:00-დან 18:00 საათამდე სამშენებლო სამუშაოების გამო,  თამარ მეფის ხიდის პანდუსი გადაიკეტება. 

თამარ მეფის ხიდის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები განპირობებულია პანდუსის ავარიულობით. კერძოდ, დაზიანებულია ბურჯი, საყრდენი და ამორტიზებულია კოჭები.

სამუშაოებს  შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics