08:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 11:39:55, 595 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სოხუმის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოებს ადგილზე გაეცნენ.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რეგიონის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში.

„ბაგრატიონის ქუჩამდე ეტაპობრივად ყველა ქუჩისა და ჩიხის  რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, სოხუმის ქუჩის კეთილმოწყობაც, სადაც მიდის ასფალტის დაგება, სანიაღვრე სისტემების შეცვლა, ბორდიურების მოწყობა და სხვა ტიპის სამუშაოები", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, 2018 წელს უკვე დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები 40-მდე ობიექტს, ქუჩას, ქუჩის მონაკვეთს და ჩიხს მოიცავს. მიმდინარე ეტაპზეა 20-მდე პროექტი. „დამატებით, დაგეგმილია რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობა, მათ შორის ბონი-გოროდოკის დასახლებაში. ეს უკანასკნელი საკრებულოს  სხდომაზე ბიუჯეტში შევიტანეთ და დაახლოებით 10-12-მდე ქუჩა და ქუჩის მონაკვეთი კიდევ დაემატება ამ სტატისტიკას"-განაცხადა ქალაქის მერმა.

სოხუმის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 მილონ 619 ათას 993 ლარია გათვალისწინებული.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics