13:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 19:03:53, 1297 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მეუღლის დაჭრაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული მ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით.  
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრადებულს 4წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

„სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მ.ყ.-მ, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლეს - ე.ჭ.-ს დანა ესროლა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა მ.ყ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის  მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მ.ყ. დამნაშავედ  ცნო წარდგენილ  ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics