19:40 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 19:59:13, 1647 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტშისაქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.

პრემიერმა ბრიტანელ სტუმრებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისა და საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც სულ უფრო ვითარდება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

საუბრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიტანელ დეპუტატებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics