08:49 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 14:10:29, 1887 ნახვა

საზოგადოება
სლოვაკეთის პრეზიდენტი: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ - გაუმარჯოს საქართველოს!

ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა ამაყად ევროპელი ერების გვერდით, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა ამაყად ევროპელი ერების გვერდით. თქვენ ხართ შრომისმოყვარე, მებრძოლი ადამიანები და არასდროს წუწუნებთ. თქვენ ხართ ძალიან მამაცები და დიდი მოთმინების მქონე ადამიანები. ჩვენ მეგობრები ვართ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ ევროპაში და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ აგრეთვე ევროკავშირის ოჯახში ძალიან მაღალ მდგომარეობას ვანიჭებთ საქართველოს. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, ხოლო ჩვენ, თქვენს გვერდით ვართ და ერთად ვიბრძვით. გაუმარჯოს საქართველოს, ბედნიერ 100 წლის თავის გისურვებთ“, - განაცხადა ანდრეი კისკამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics