08:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 11:04:04, 1517 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა აქციას აანონსებს (ვიდეო)

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აქციას აანონსებს.

როგორც მან ხორავას ქუჩაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქცია სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით 27 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

ამასთან, სარალიძის განცხადებით, აქცია პირვე ეტაპზე მშვიდობიანი ხასიათის იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანობა არ აღდგება, აქციები მასიურ სახეს მიიღებს.

„აუცილებლად უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება, რათა ამ საქმეს არ მოყვეს გაგრძელება ჩემი შვილის მეგობრების მხრიდან, რომლებიც ძალიან ნეგატიურად არიან განწყობილნი ამ გამოძიების მიმართ და ცდილობენ შური იძიონ. როცა დარწმუნდებიან იმაში რომ ზაზა სარალიძემ სამართლიანობას ვერ მიაღწია და უკან დაიხია, ჩათვალეთ, რომ დაიწყება მოზარდების ომი. ერთადერთ შემთხვევაში გადაიდება აქცია. როცა პროკურორთან შეხვედრის პროცესში დააკავებენ იმ ორი პირის გარდა, რომელთაც მისჯილი აქვთ, სხვა პირებსაც და მისცემენ პასუხისგებაში. თუ პირობას დადებს ბატონი შოთაძე რომ ყველა დასჯილი იქნება, გამოვალ, საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი და აქციაც თავისთავად არ ჩატარდება. იმ შემთხვევაში  თუ კონკრეტულ პასუხებს ვერ მივიღებ ჩემ კითხვებზე, რა თქმა უნდა ეს აქცია არ იქნება პირველი და არც ბოლო. აქციები მიიღებს მასიურ სახეს სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება“,- აღნიშნა სარალიძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics