07:41 - 29 Jun, 2026
|
2018-05-23 20:12:14, 1348 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ამ ეტაპზე მერიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ მეტროს მემანქანეების ხელფასები 45%-ით გაზარდოს
მეტროს მემანქანეების მოთხოვნებსა და საპროტესტო აქციებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს შესაძლებლობა, მემანქანეების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. „ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გაიზარდოს. გაფიცვასაც თავისი წესი აქვს, რომელიც კანონით არის გაწერილი. ვაპირებთ მათი მოთხოვნა სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ნამდვილად არასწორი მოთხოვნებია მათი მხრიდან წამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)