13:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 10:37:55, 1655 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსთან შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხი დააყენა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანთან უილბურ როსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარებისა და ამ პროცესში ამერიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის საკითხი დააყენა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე და იმ სატრანსპორტო დერეფნებზე (ტრასეკა; ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, იგივე შუა დერეფანი; ლაპის ლაზური; სპარსეთის ყურე - შავი ზღვა და სხვ.), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. აღინიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევა, რომელიც საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით ხორციელდება.  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომელიც არსებული ტვირთბრუნვის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკული კომპანიების - „კონტი ჯგუფისა" და მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი კომპანიის „SSA Marine"-ის მონაწილეობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გლობალურ პროექტში.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს გავლით აზიიდან ევროკავშირის მიმართულებით ნავთობისა და ბუნებრივი აირის სატრანზიტო მიმართულებების განვითარებაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics