07:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 16:16:46, 1637 ნახვა

სამართალი
„ტყუილს აქვს მაღალი რეპუტაციული ფასი“ - ანა დოლიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უჩივლა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილს სასამართლოში უჩივლა.

დოლიძე გვრიტიშვილს ღირსების შელახვასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება გვრიტიშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს დოლიძე 2008 წელს რუსეთის სასარგებლოდ აგროვებდა ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას.

 „მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოღვაწე პირებისთვის, განსაკუთრებით, მოსამართლისთვის ნაცნობი იყოს, რომ ტყუილს აქვს მაღალი რეპუტაციული ფასი, არ შეიძლება ადამიანს დააბრალო ტყუილი იმისთვის, რომ დააზიანო საქმიანი რეპუტაცია მისი და ამისთვის არ გადაიხადო ფასი, არ გქონდეს არავითარი პასუხისმგებლობა. მე მინდა, რომ ჩვენ შემოვიღოთ ეს პრეცედენტი, მოსამართლე გვრიტიშვილმა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირია, მოიტყუა თებერვალში იმისთვის, რომ უბრალოდ გადაეფარა ჩემ მიერ სასამართლოს კრიტიკა“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ანა დოლიძემ.

მის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საია-ს იურისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. ადვოკატი მიხეილ ჯახუა აცხადებს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ცილისწამებაა, რადგან ანა დოლიძე ჰოლანდიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, თუმცა სამუშაოს ფარგლებში რუსეთში არ გამგზავრებულა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics