07:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 16:10:25, 1844 ნახვა

სამართალი
გახარია: კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ შსს-სთვის დახმარების თხოვნით მოემართათ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა 12 მაისის საგამოძიებო ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

გიორგი გახარიამ ის მიზეზები ახსნა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხრეკის ჩატარება დაგეგმა.

,,მე მჯერა რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ამ კლუბებში. თუმცა ისიც ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ. როდესაც გარკვეული სოციუმი გიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამე არ ხდება და ჩვენ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება, როდესაც არც ერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელობის არ ყოფილა რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ რომ მოგვეხმარეთ, ამ პრობლემის გადაწყვეტაში, მაშინ როდესაც,  ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადმიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით ჩვეულებრივად ყველანაირი დაცვის გვერდის ავლით შედიან, გამოდიან, ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იგივე კლუბებში, როდესაც ვხედავთ,  რომ ეს ადმიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ რომ ეს არის სისტემური პრობლემა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე განმარტებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა.

,,ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ჩატარება, ორი კომპონენტი იყო, პირველი -  აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი  ფორმალური იურიდიული შეკითხვები  ამ მიმართულებით არ არსებობს და მეორე, რა თქმა უდნა ოპერატიული ინფორმაცია, რის გამოც ჩვენ ეს ოპერცია ჩავატარეთ“, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics