2015-05-26 13:05:28, 437 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ რუსთაველზე მოწყობილი ჯანდაცვის სამინისტროს სტენდი დაათვალიერა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ჯანდაცვის სამინისტროს სტენდი დაათვალიერა.
მინისტრი უფასო სკრინინგის პროცესს დაესწრო, ასევე შეკრებილ საზოგადოებას თავად უჩვენა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელი ატრიბუტები და ქმედებები.
მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ ქვეყანას გამთლიანებას, გაძლიერებას. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს კუთხეს, წარმოდგენილია რამდენიმე აქტივობა როგორიც არის ლაბორატორიული ანალიზები C ჰეპატიტზე, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რამდენიმე რესურსი, როგორიც არის სასწავლო მულაჟები და რეანომობილები“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან