22:38 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 15:59:55, 1539 ნახვა

საზოგადოება
შეხვედრა ცხოველთა დაავადებების და ლაბორატორიული სერვისის გაუმჯობესების საკითხებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ცხოველთა დაავადებების კუთხით, ლაბორატორიული სერვისის გაუმჯობესების საკითხებს მიეძღვნა.

სამუშაო შეხვედრა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევაში ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების ობიექტური შეფასება იყო.

სამუშაო ჯგუფში, რომელშიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სტრუქტურების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები შედიოდნენ, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხები განიხილეს და ამ სტანდარტების სამეცნიერო საზოგადოებასთან გაზიარების ეფექტურ მეთოდებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრა „ცხოველთა გამოყენების და მოვლის ინსტიტუციური კომიტეტების სისტემის განვითარება საქართველოში: ფაქტები და გამოწვევები“, საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია „გალას“ , აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, სამხრეთ კავკკასიის ოფისის (CDC) და აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics