00:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 00:26:06, 2329 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ, ბოდიში მოუხადა.

„მე ვიხდი ბოდიშს არამხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენ უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შს სამინისტოროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ ბოდიში““, - განაცხადა გახარიამ.

აღნიშნულმა აქციის მონაწილეების ნაწილის აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო მეორე ნაწილმა მას კვლავ გადადგომისკენ მოუწოდა.

ამასთან, როგორც შს მინისტრმა განაცხადა, აქციის წარმომადგენლებთან ერთად ხვალიდან განიხილავს შაბათს, ღამის კლუბებეში ჩატარებულ სპეცოპერაციას და იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება დადასტურდება, შესაბამისი პირები პასუხს აგებენ. მან ასევე პირობა დადო, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი იქნება მიღწეული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics