21:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 15:39:30, 2209 ნახვა

საზოგადოება
„დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო (ვიდეო)

თბილსში, პარლამენტის შენობასთან ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

 „ჩვენი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი არ დაიშლებიან, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ადგილზე სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ახალგაზრდებმა კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე აქცია გამართეს. მათ გზები გადაკეტეს. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა ადგილზე ათობით ადამიანი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამასთან, დაპირისპირების დროს, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმრების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics