21:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 02:28:42, 1747 ნახვა

საზოგადოება
შსს: კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს 8 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - აცხადებენ უწყებაში. 

კლუბებში - "ბასიანი" და "გალერი" სპეცოპერაცია დაახლოებით 2 სათის განმავლობაში მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები არიან მობილიზებუბლი. 

მანამდე პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების ნაწილი გზის გადაკეტვას აპირებდა, თუცა პოლიციელებმა ამის შესაძლებლობა მათ არ მისცეს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics