23:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 13:11:06, 1928 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის მსხვილი პორტისა და გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ლიენიუნგანგის პორტისა და მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავის „კოსკო შიფინგის“ წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მონაწილეობაზე „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის პროცესში. აღინიშნა ის დიდი ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს აღნიშნული გლობალური ინიციატივის ფარგლებში ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკონოგზის მოდერნიზების პროექტი, რომელიც არსებული ტვირთბრუნვის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი და სხვა.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს მათი კომპანიების გეგმებზე საქართველოში, ერთობლივ პროექტებზე, რომელთა მიზანსაც ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის ზრდა წარმოადგენს. 

აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რომელიც აღნიშნულ დერეფანში მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას ევროპასა და აზიას შორის. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და სხვა ოფიციალური პირები. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics