21:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 10:55:52, 1647 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სატყეო რეფორმაზე ისაუბრეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებში  ტუკა კასტრენს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის შესახებ და ყურადღება ტყის კოდექსის პროექტის, ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმების და ინდიკატორების, ასევე, სატყეო განათლების სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ლევან დავითაშვილმა 2017 წელს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის შესახებაც ისაუბრა და ყურადღება ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

ტუკა კასტრენმა ლევან დავითაშვილს სატყეო სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის  მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics