23:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 18:25:23, 1631 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით რეფორმებს გაატარებს

საქართველო ენერგეტიკის, ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს, - შესაბამისი განზრახულობათა დეკლარაცია საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ფორმდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ენერგეტიკის სფეროს განვითარება, ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება და გამყარება ქვეყნისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, აუცილებელია, ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღება, რაც გათვალისწინებულია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით.

„მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის, რომელსაც ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო განახორციელებს, მხარდამჭერი პროგრამა 2018-2021 წლებზეა გათვლილი. ხელშეკრულებები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან გაფორმდება, ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა - ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარება, საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად გადაქცევა, განახლებადი ენერგიების ათვისება და ენერგოეფექტურობის ჩარჩოს მიღება და ამ სფეროს მნიშვნელოვანი დერეგულაცია, რაც ვფიქრობთ, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების საფუძველთა საფუძველია. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ამ მიმართულებით გვაქვს განვითარების მნიშვნელოვანი რეზერვი და სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს ეს ღონისძიებები. განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, შესაძლებელია, რომ უკვე წელს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს 49 მლნ ევრო, ხოლო  საფრანგეთის განვითარების სააგენტომ - 25 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics