23:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 16:47:19, 2071 ნახვა

სამართალი
ფოთში ორმა ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად, ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა - ისინი თბილისში გადმოიყვანეს

ფოთში ქიმიური ნივთიერება „კროტის“ მიღების შედეგად, ორი ბავშვი მოიწამლა.

არსებული ინფორმაციით, „კროტი“ ბავშვებს ერთ-ერთ მაღაზიაში ტკბილეულის ნაცვლად, შეცდომით მისცეს.

ერთი დაშავებული 9 წლისაა, ხოლო მეორე 5 წლის.

მოზარდები მშობლემა მწვავე ინტოქსიკაციით თავდაპირველად ქალაქის კლინიკაში, შემდეგ კი, რეანომობილით თბილისში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პირის ღრუს დამწვრობა აღენიშნებათ.

შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  უწყების ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია მაღაზიის გამყიდველი და ერთ-ერთი მოზარდის ბებია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics