22:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 18:12:38, 1824 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს ტრონდ მოეს (Trond Moe) შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის საქართველოში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია უახლოეს პერიოდში.

„აღნიშნულ პროექტებს შორისაა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შენობების ენერგოეფექტურად მოწყობას და  ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ენერგოეფექტურობის ახალი სტანდარტი უნდა დანერგოს ქვეყანაში. აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ზოგადად, ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის სფეროში. ვთვლით, რომ იგი მნიშვნელოვან პარტნიორად უნდა იქცეს საქართველოსთვის აღნიშნულ სექტორში," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics