22:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 11:38:31, 1550 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ოქროს ნაკეთობების და ზოდების კონტრაბანდის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები - 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2 ერთეული ოქროს ზოდი. ხოლო დანარჩენ სამ შემთხვევაში, ბრალდებულები არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში მალულად შემოტანას,  ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე  მიმაგრებული სახით   ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში  ამოღებულია 4 590  გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომელთა  საბაჟო ღირებულება  429 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics