22:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 10:34:22, 2338 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს

იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით  ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ცხედრის დასაბრუნებლად ცხინვალის რეგიონიდან. ამის შემდეგ მოხდა გადმოცემა ცხედრისა, რომელსაც ჩვენ მივაგეთ პატივი, მივაბარეთ მიწას, მაგრამ არ გაჩერებულა სარჩელის მომზადების პროცესი. ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ იმ ყველა პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენს, როგორც მოსარჩელე მხარის, შანსებს, და, რა თქმა უნდა,  ამ საქმეზე მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია", − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics