|
2018-05-05 14:39:02, 1778 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მსგავსი ტურნირების ჩატარება თბილისის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. „თბილისის საერთაშორისო ტურნირი იმართება, რაც მისასალმებელია. დაახლოებით 32 ქვეყნიდან არიან სპორტსმენები ჩამოსული. ასეთი ტურნირები თბილისის განვითარებისთვის და ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმარებით ჩოგბურთის ფედერაციას და ხელს ვუწყობთ, რომ ბევრი ასეთი ტურნირი ჩატარდეს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა მონაწილეებისა, ჩემპიონატს ესწრებიან საერთაშორისო მწვრთნელები და თანმხლები პირები (ჯამში 250 ადამიანი). საქართველოდან აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობს 20 მდე ქართველი ჩოგბურთელი. საქართველოში მსგავსი დონის ტურნირი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.
(NS)
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)