02:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 16:55:06, 2440 ნახვა

მსოფლიო
სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 მფრინავი გრდაიცვალა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.

"ორივე მფრინავი, რომელიც ავიაგამანადგურებელს მართავდა ადგილზე დაიღუპა. ისინი ბოლო წუთამდე ცდილობდნენ ავიაკატასტროფა თავიდან აერიდებინათ, თუმცა ამაოდ", -ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა როდესაც ავიაგამანადგურებელი ჰმეიმიმის აეროდრომიდან აფრინდა.

წინასწარი მონაცემებით, ავიაგამანადგურებლისთვის ცეცხლი არავის გაუხსნია და სავარაუდოდ მის ძრავში მფრინველი მოხვდა.

ცნობისთვის, სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ბოლო ფაქტი მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა. თვითმფრინავის ბორტზე 33 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ყველა პირი გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics