01:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 10:23:57, 1964 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია.

ფაშინიანის კანდიდატურას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 55 წინააღმდეგი იყო. პრემიერის თანამდებობაზე ასარჩევად ფაშინიანს სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

კენჭისყრის დასრულებისთანავე ის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავიდა, სადაც მას რამდენიმე ათეული ათასი მხარდამჭერი დახვდა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა მხარდამჭერებს ქუჩების გადაკეტვისკენ და აეროპორტის ბლოკირებისკენ მოუწოდა.

დილიდან, მხარდამჭერებმა აეროპორტის გზის ბლოკირება დაიწყეს.

განმეორებითი კენჭისყრა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს. თუ პრემიერის არჩევა მაშინაც ვერ მოხერხდება, 40-დღიან ვადაში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე  მხოლოდ ერთი, ნიკო ფაშინიანის კანდიდატურა იყო წარდგენილი. კანონმდებლობით შესაძლებელია, განმეორებითი კენჭისყრის დროს სხვა კანდიდატებიც დასახელდეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics