01:20 - 28 Jun, 2026
|
2018-05-01 12:13:52, 2493 ნახვა
მსოფლიო
ერევანში მომიტინგეები მორიგ აქციას მართავენ
ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მომიტინგეები მორიგ აქციას მართავენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი. გარდა ამისა, მოედანზე ეკრანებია დამონტაჟებული, სადაც პარლამენტის საგანგებო სხდომის ტრანსლაცია იგეგმება. აღნიშნულ სხდომაზე სომხეთის პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს. მედიის ცნობით, ერევნის ცენტრალურ ქუჩებში ავტოკოლონები მოძრაობენ, რომლებსაც სომხეთის დროშა აქვთ აღმართული. შეგახსენებთ, რომ სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი ტანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა. მის გადადგომას წინ უძღვებოდა რამდენიმედღიანი ანტისამთავრობო აქციები. ცნობისთვის, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აქციების მთავარი ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)