2015-05-23 15:16:16, 414 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა, წლების განმავლობაში გამოჩენილი გამძლეობისთვის.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
"დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან. ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით დევნილ ოჯახს უკვე გამოუყო ბინა. როგორც კი ახალგაზრდული ოლიმპიადა დასრულდება, მათ კიდევ 16 კორპუსს გადავცემთ საჩუქრად. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეასრულოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან