|
2018-04-30 15:18:44, 1412 ნახვა
საზოგადოება
წერეთლის №99-სა და №101-ს შორის მდებარე ეზოში ავტოფარეხების ნაცვლად გამწვანებული სივრცე მოეწყობა
წერეთლის №99-სა და №101-ს შორის მდებარე ეზოში ავტოფარეხების ნაცვლად გამწვანებული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს წერეთლის N99-ის მცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, სკვერის კეთილმოწყობის ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. „მოსახლეობა გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და გამოთქვა თანხმობა ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მცხოვრებს ამ წამოწყებისთვის. ამ კონკრეტულ ადგილზე ჩვენი შეთავაზება იყო, გაგვეკეთებინა სკვერი ან სპორტული მოედანი. მოსახლეობამ სკვერი აირჩია. ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. ჩვენ მოვაწყობთ ერთ-ერთ საუკეთესო გამწვანებულ სივრცეს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება გადამდები. ჩვენ გვჭირდება მეტი გამწვანებული სივრცე, რათა გამოვასწოროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ პროექტებით ვერ შევძლებთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას. თბილისის მერიას ბევრი საინტერესო, მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი, თუმცა უბნების დონეზე მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, ბევრი უბანი გამოეხმაურება ამ წამოწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიდუბის რაიონის გამგებელის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ავტოფარეხების დემონტაჟის მოთხოვნით დიდუბის გამგეობას მოსახლეობამ მიმართა. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დიდუბის რაიონში მოსახლეობის მხრიდან ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, მსგავსი წინადადება აქვთ ასევე წერეთლის №103-სა და №97-ის მცხოვრებლებს. თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში არსებული ავტოფარეხების ნაცვლად სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივით გასულ კვირას გამოვიდა.
(NS)
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)